რუსთავში 21 აპრილს ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გაიხსნება. ღონისძიება წელს პირველად ტარდება და მასში ქვემო ქართლში მოქმედი ანსამბლებიდან 1 500-მდე მოცეკვავე იღებს მონაწილეობას. ფესტივალის საკონკურსო ნაწილი ხვალ გაიხსნება და 25 აპრილს დაიხურება. საფესტივალო სივრცე კი, რომელიც რუსთავის ცენტრალურ პარკში, ტბის ნაპირზეა მოწყობილი, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიულ კუთხეებს 27 აპრილამდე უმასპინძლებს. ღონისძიება რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება.