საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი კომპანიის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა. როგორც სააგენტოში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მათ ხუთივე მსხვილი რეალიზატორი დააჯარიმეს. სანქცია ჯამურად 4 მლნ ლარს აღწევს.
რა გახდა კომპანიების დაჯარიმების მიზეზი, დეტალებს მარიამ ბერძენიშვილი გვეტყვის.