კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა - კონფერენცია თბილისში
„კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა“ – ამ სახელწოდებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მიზანია, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის საფუძველზე, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, მიღებული შედეგების, გამოწვევების შესახებ გაფართოებული მსჯელობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება. კონფერენციის ფარგლებში, საქართველო სხვადასხვა ქვეყნის 15 დელეგაციას მასპინძლობს.