გაუარესებული რეგიონული უსაფრთხოების და გაზრდილი გამოწვევების ფონზე, საქართველოს ამერიკელი კონგრესმენები სტუმრობენ.
დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი და ის მხარდაჭერაა, რომელსაც ქვეყანა პარტნიორებისგან იღებს. ამერიკელი კანონმდებლები იმ ნაბიჯებს აფასებენ, რომლებიც საქართველომ სწორედ ომში მყოფი ქვეყნის მხარდასაჭერად გადადგა. შეხვედრებზე სტრატეგიულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობაც განიხილება. „ქართველებმა იციან, რას ნიშნავს ოკუპაცია და აგრესია“, – ასეთია გზავნილები კონგრესმენებისგან, რომლებმაც ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტთან აუდიენციით დაიწყეს. იგეგმება შეხვედრები პრემიერთან და ოპოზიციურ პარტიებთანაც.
ანა ბროლაძე აშუქებს კონგრესმენების ვიზიტს.