ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელი წევრი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს. ის „შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიული ღირებულებებისგან საქართველოს განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებასთან დაკავშირებით“. მარკუეინ მალინი აცხადებს, რომ უერთდება კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის 13 დეკემბრით დათარიღებულ ბოლოდროინდელ წერილს, რომელიც ხაზს უსვამდა შეშფოთებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომლითაც უარი ითქვა დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე. კონგრესმენი იმედოვნებს, რომ საქართველო განაგრძობს იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში.
ოპოზიციის განცხადებით, ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ მთავრობის პირობებში ქვეყანაში დემორკატია არ არის, მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ეს არის მხოლოდ ერთი პირის პოზიცია და საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა ყველა დონეზე წარმატებით გრძელდება.