სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი დონ ბეიკონი აშშ-ში საქართველოს ელჩთან, დავით ბაქრაძესთან შეხვედრას. „მე შევხვდი საქართველოს ელჩს, რათა გაგვეხილა ჩვენი საერთო ფასეულობები და გამოწვევები, რომელსაც ორივე ერი აწყდება რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციით და მუდმივი მუქარით. მე მხარს ვუჭერ საქართველოსთან უფრო მჭიდრო კავშირს და სუვერენიტეტის უკეთესად დასაცავად მათთვის დახმარების გაწევას“ – აცხადებს ამერიკელი კონგრესმენი.