ამერიკელი კონგრესმენის, დონ ბეიკონის განცხადებით, რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება, მას არ დაუწერია და დოკუმენტის შედგენაში ტექნიკური ექსპერტები დაეხმარნენ. ბეიკონმა მედია-ჯგუფ „სტარვიზიის“ თოქშოუ “სასაზღვრო ზონაში“ შეკითხვას უპასუხა, – როგორ შემუშავდა დოკუმენტი, რადგან გადაცემის წამყვანის შეფასებით, მათ არ აქვთ არანაირი მტკიცებულება, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა. კონგრესმენის თქმით, ეს ნაწილი მას არ დაუწერია.