აშშ-ს კონგრესიდან იუსტიციის დეპარტამენტს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას სთხოვენ.
ინიციატივა წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომისიას ეკუთვნის, რომელიც 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმეს ორი წლის განმავლობაში დამოუკიდებლად სწავლობდა. კანონმდებლების ნაწილი რეზონანსულ საქმეში ყოფილი პრეზიდენტის წამქეზებლურ როლს ხედავს. თავად ტრამპი კი საგამოძიებო კომისიის წინადადებას საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის გეგმას უკავშირებს. თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის აზრით, კონგრესმენების გარკვეული ჯგუფი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის ხელშეშლას ცდილობს.