პოლიტიკური ინტერპრეტაციები არ წყდება ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში მომზადებული კანონპროექტის გარშემო.
29 მომხრე, 21 წინააღმდეგი – ასიგნებათა კომიტეტმა უკვე დაამტკიცა პროექტი საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ, რომლის ერთი ნაწილი საქართველოს ეხება. პროექტის ავტორები ჩვენი ქვეყნისთვის 2021 წელს გამოყოფილი 132-მილიონიანი დაფინანსებიდან 15%-ის შეჩერებას ითხოვენ იმ შემთხევაში, თუ საქართველო სამი მიმართულებით რეფორმებს არ გაატარებს. ოპოზიცია ჩანაწერს სანქციის წინაპირობად მიიჩნევს. პროექტის ეს ნაწილი სასიამოვნო არც პრემიერისთვის არ არის, თუმცა მმართველი გუნდი ოპონენტებს ვაშინგტონის ბოლოდროინდელ მხარდამჭერ გზავნილებზე მიუთითებს.
თეონა მანაგაძე განაგრძობს თემაზე საუბარს.