სახალხო დამცველმა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა. ლევან იოსელიანი საკანონმდებლო ორგანოს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, ძირითადი გამოწვევები და მათი გადაწყვეტის სავარაუდო გზები. ასევე ისაუბრეს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად ამოცანებზე და ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო თანამეგობრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის როლზე.