ახლო აღმოსავლეთი რეგიონალური კონფლიქტის გაფართოების და სიტუაციის ესკალაციის საშიშროების წინაშეა.
მას შემდეგ, რაც ისრაელმა პირველ აპრილს სირიის დედაქალაქ დამასკოში ირანულ საკონსულოზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა, თეირანი საპასუხო ზომებით იმუქრება. საერთაშორისო საზოგადოება ირანისგან ისრაელის ობიექტებზე დარტყმებს უახლოეს 48 საათში ელის. თავის მხრივ თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო ქმედებებს აანონსებს ოფიციალური თელავივი. შექმნილ ვითარებაში უსაფრთხოების ზომებს იღებს ვაშინგტონი. ამერიკა, საფრანგეთი, ბრიტანეთი და რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და ისრაელის ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვისკენ მოუწოდებენ.