რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის მძიმე შედეგებზე კიდევ ერთ საერთაშორისო დოკუმენტშია საუბარია.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ახალ ანგარიშში აღწერა სახელწოდებით „კონფლიქტი საქართველოში“.
ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტების გარდა, დოკუმენტში ის ახალი ხელოვნური ბარიერებიც მოხვდა, რომლებიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ბოლო პერიოდში აღმართეს.
66-პუნქტიან დოკუმენტში ავტორი ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მკვლელობის საქმეებზეც წერს და დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს.