კონფერენცია უსაფრთხოების გამოწვევების თემაზე

„უსაფრთხოების გამოწვევები თუ გამოწვევები უსაფრთხოებისთვის“ – ამ სახელწოდებით ქართველი და სომეხი ექსპერტების მონაწილეობით საჯარო განხილვა გაიმართა. კონფერენციაზე საქართველოსა და სომხეთში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები განიხილეს.

ღონისძიებას ახალგაზრდა თაობის ექსპერტებიც დაესწრნენ, რომლებმაც სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს და ერთმანეთს თავიანთი ხედვები გაუზიარეს.