„კორონომიკა“ – ამ სახელწოდების კონფერენცია გახსნეს პარლამენტის თავმჯდომარემ და ეკონომიკის მინისტრმა თსუ-ს მაღლივ კორპუსში.
ღონისძიება გლობალური პანდემიის შედეგად გამოწვეულ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ეძღვნება. პარლამენტის სპიკერმა და მინისტრმა მსოფლიო გამოწვევის გასამკლავებლად საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს, ხაზი გაუსვეს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციის პროცესში სამეცნიერო წრის წარმომადგენლების მოსაზრებების გათვალისწინების მნიშვნელობას. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მსოფლიოში გლობალური რეცესიის ფონზე პოზიტიური სიგნალია ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის ანგარიშში, სადაც საქართველოს ბიზნესგარემო დადებითად არის შეფასებული. კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ეროვნული აკადემიის მიერ არის ორგანიზებული. მასში ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ღონისძიება ეკონომისტის დღესა და პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნას ეძღვნება.