კონფერენცია თემაზე „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები“
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები“ – ამ სახელწოდებით, „ევროპის უნივერსიტეტის“ ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს აკადემიურ დისკუსიას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის, სამომავლო პერსპექტივებისა და თანამშრომლობის შესახებ. ღონისძიებას მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პროფესორები, მკვლევრები და უცხოელი ექსპერტები დაესწრნენ.