კონფერენცია თბილისში და პოლიტიკური ურთიერთბრალდებები

„პუტინიზმის დამარცხება“ – კონფერენცია, რომელიც თბილისში მეორე დღეა მმართველი პარტიის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს, „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან მწვავე შეფასებები საგანი ხდება. მმართველი პარტია კონფერენციის მონაწილეებს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მიზეზი პოლიტიკოსების, შემდეგ უკვე მესამე სექტორის ნაწილის მხრიდან გაკეთებული განცხადებებია, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს ეხება და ოპონენტთა ნაწილის პოზიციის მსგავსად, სტატუსის მინიჭების პროცესში, ხელისუფლებისა და ხალხის გამიჯვნას გულისხმობს. ხმაურიანი პოლიტიკური შეფასებების თემა გახდა მიხელ სააკაშვილის საქმეზე გაკეთებული განცხადებებიც.