გარდამტეხი წელი – ასე ჰქვია თბილისის რიგით მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობენ.
კონფერენცია დღეს გაიხსნა და ის ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, მასში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ექსპერტები ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან. კონფერენცია გლობალური უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და დემოკრატიის მომავლის შესახებ კრიტიკული დისკუსიების ფორუმია. კონფერენციის პირველ დღეს განხილვის საგანი იყო საქართველოში არსებული ვითარება.