ევროკომისიის ზეპირი შუალედური შეფასების შემდეგ საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი დღეს განხილვის საგანია კონფერენციაზე „საქართველოს გზა ევროპისკენ“.
მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ცალკეულ პუნქტებთან დაკავშირებით გამართეს დისკუსია. კონფერენციის ფარგლებში 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესი შეაფასა ევროკავშირის ელჩმა. პაველ ჰერჩინსკი პროცესს პოზიტიურად ხედავს. ოპოზიციის ნაწილისთვის პრობლემურ საკითხებად რჩება, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი და სასამართლო რეფორმა. მმართველი გუნდი ხელისუფლების ოპონენტთა საპასუხოდ აცხადებს, რომ კონკრეტულ პუნქტებზე მსჯელობა მას შემდეგ გაგრძელდება, რაც ცნობილი გახდება ევროკავშირის დამატებითი რეკომენდაციები.