„საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ – კონფერენციას თბილისი მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით მიმდინარეობს. კონფერენციის მიზანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე პარლამენტის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დისკუსიისა და დიალოგის ხელშეწყობა.