მწვავე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ , რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით იმართება და რეგიონში შექმნილ ვითარებასა და საფრთხეებს ეხება. ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორმა, დევიდ კრამერმა ისაუბრა ბოლო პერიოდში საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებებზე და გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, რომლის როლსაც ქართულ პოლიტიკაში არაკონსტრუქციული უწოდა. მისი თქმით, დიდი ხანია ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პასუხისგებაში უნდა მიეცეს. თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები „ქართულ ოცნებაში“ შეაფასეს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ უხეში ჩარევებით მიიღოს ვინმემ გადაწყვეტილება.