„საერთაშორისო მულტიდისციპლინური სკოლა-კონფერენცია მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებებში“ – ამ სახელწოდების კონფერენციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. მიზანია საბაზისო, კლინიკური და ბიომედიცინის უახლესი სამეცნიერო კვლევების შედეგების განხილვა და გავრცელება. ღონისძიება რამდენიმე სექციად ჩატარდა და მის ფარგლებში ფოტოგამოფენაც მოეწყო.