კონფერენცია მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

„სამეცნიერო პოპულარული კინო გუშინ, დღეს, ხვალ“– ასე ჰქვია კონფერენციას, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარეობს. კონფერენციას ქართველი კინორეჟისორები ესწრებიან. კინოს მიმართულებით მომუშავე ადამიანები მსჯელობენ იმაზე, თუ რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშეა ახლა დარგი. საუბრის თემაა სამეცნიერო, პოპულარული და დოკუმენტური ფილმების განვითარება, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.