კონფერენცია მართლმსაჯულების თემაზე

„სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლებრივი ჩარჩო, მიმდინარე რეფორმა და საკითხები შემდგომი გაუმჯობესებისთვის“ – მაღალი დონის კონფერენციას თბილისი მასპინძლობს. მისი მიზანია, საკანონმდებლო და პრაქტიკული საკითხების განხილვა, რომლებიც საჭიროა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლებრივი ჩარჩოს შემდგომი დახვეწისთვის და ასევე, გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებებიდან. კონფერენციას ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.