კონფერენცია ფემიციდის შემთხვევებზე

ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი.

სახალხო დამცველმა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ომბუდსმენის აპარატმა ოთხი წლის მონაცემები შეაჯამა. პროკურატურის კვლევის მიხედვით 2014-18 წლებში საქართველოში 135 ქალი მოკლეს. ომბუდსმენის აპარატი საგამოძიებო უწყებების მასალებსა და სასამართლოში დასრულებულ საქმეებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2019 წლის 10 თვის მონაცემებით საქართველოში 16 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, 2019 წელს წინა წელთან შედარებით, ფემიციდის შემთხვევები შემცირებულია. მისი თქმით, ქალთა ძალადობის მიმართ გაუმჯობესებულია პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება. თუმცა, ლომჯარია მიიჩნევს, რომ ფემიციდის შემთხვევების სწორი იდენრიფიცირება და სასამართლოს ეტაპზე სტატისტიკის წარმოება კვლავ პრობლემად რჩება.