კონფერენცია დეზინფორმაციის წინააღმდეგ  

„დეზინფორმაციასთან ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნებში” – რა საფრთხეს წარმოადგენს დღეს დეზინფორმაცია დემოკრატიისთვის და როგორ ვებრძოლოთ მას. ამ საკითხზე დღეს ვიშეგრადისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მსჯელობენ.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, მზარდი რუსული პროპაგანდა ყველაზე დიდ გამოწვევად სახელდება, რომელთან ბრძოლის ერთ-ერთი მექანიზმიც, ფორუმის მონაწილეების განცხადებით, საზოგადოების ჩართულობა და მათ განათლებაზე სწორი ინფორმაციის მიწოდებით ზრუნვაა.