საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და მისი შესაბამისობა მოქმედ ნორმებთან, – ამ საკითხზე დღეს ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მსჯელობდნენ. შეხვედრა ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ესწრებოდნენ.