ბათუმი საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ლექტორთა ასოციაციის რიგით 26-ე კონფერენციას მასპინძლობს. ბათუმში იმყოფებიან მსოფლიოს წამყვანი საზღვაო სასწავლებლების წარმომადგენლები. მონაწილეები ერთმანეთს საზღვაო სფეროში არსებულ მიღწევებს, პროფესიულ გამოცდილებას და გამოწვევებს უზიარებენ. ასევე იგეგმება სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების დასახვაც. კონფერენცია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.