„აფხაზეთი – ისტორია და თანამედროვეობა“ – ამ სახელწოდებით კონფერენციას პატრიარქ ილია მეორეს ინიციატივითა და ქართველოგიური კვლევითი ცენტრის თანადგომით საპატრიარქომ უმასპინძლა. ღონისძიებაზე მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებზე.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორაცია და წვდომა, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, დაიგეგმოს საინფორმაციო პოლიტიკა, რადგან დღეს ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ საინფორმაციო კუთხით არსებობს, ასევე ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ შერიგებაზე საუბრის დაწყება დიდი მიღწევაა. კონფერენცია ორდღიანია და ხვალ დასრულდება.