კონფერენცია ადამიანის უფლებების შესახებ

მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების შესახებ მაღალი დონის კონფერენცია, ევროპის საბჭოს გენერალურ და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად გახსნა.

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის ურთიერთკავშირის მნიშვნელობაზე, ასევე სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ხელს შეუწყობს, შეასრულონ გარემოს დაცვის სფეროში მათზე დაკისრებული ვალდებულებები.

კონფერენციის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტობით, მიიღეს საერთო დეკლარაცია, რომელიც შეეხება გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების საკითხზე მინისტრთა კომიტეტის ერთიან პოზიციას.