უკრაინელი მუსიკოსები ქართულ სცენაზე.
დიდი ბრიტანეთის შემდეგ უკრაინული ხელოვნების ფესტივალს საქართველო მასპინძლობს. საქველმოქმედო კონცერტის პროგრამაში ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებებიცაა.
სამი უკრაინელი კომპოზიტორის ნაწარმოებებთან ერთად შესრულდება გია ყანჩელის კომპოზიცია, რომელსაც ორმოქმედებიან საკონცერტო საღამოზე სპეციალურად მოწვეული უკრაინელი მევიოლინე პირველად შეასრულებს.
უკრაინის ხელოვნების ფესტივალი 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.