ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულმა ცენტრმა კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსის ლაურეატთა დასკვნით კონცერტს უმასპინძლა; საღამოზე შესრულდა გამარჯვებულთა ნაწარმოები თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებითა და დავით მუქერიას დირიჟორობით. კულტურის სამინისტრომ ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრთან ერთად, 2022 წლის აპრილში დააფუძნა „კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი“, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე უცხოეთში მცხოვრებ ქართველ კომპოზიტორებს.