საქართველოში ფიქსირებული ოპტიკური ინტერნეტმომსახურების ბაზარი არაკონკურენტულია, რაც ზღუდავს მომხმარებლებსა და მათზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს. ასეთია დასკვნა, რომელიც კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ევროკავშირის ექსპერტებმა ჩაატარეს.
სპეციალისტებმა „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და მოითხოვეს, მას სპეციფიკური ვალდებულებები დაეკისროს. მათ შორის განსაზღვრეს სხვა ოპერატორებისთვის ქსელზე დაშვების ვალდებულება, რაც კომისიის განცხადებით, კონკურენციის გამოწვევებს აღმოფხვრის და ქართველ აბონენტებს მრავალფეროვან და ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის.