კომპანია "სფეის X"-ის რაკეტა "ფელქონ ჰევი" წარმატებით გაეშვა ნასას კოსმოსური ცენტრიდან
კომპანია “სფეის X”–ის რაკეტა “ფელქონ ჰევი” წარმატებით გაეშვა ნასას კოსმოსური ცენტრიდან. რაკეტას თან მიაქვს ელონ მასკის კუთვნილი ავტომობილი “ტესლა როუდსტერი“, რომელშიც მანეკენი მძღოლი ზის. ავტომობილი კოსმოსში ასობით მილიონი წელი იმოძრავებს, შესაძლოა, მილიარდობით წლის განმავლობაშიც კი.
“ფელქონ ჰევიმ” უკვე დაიმსახურა მსოფლიოს ყველაზე მძლავრი რაკეტის სტატუსი. რაკეტის გაშვებას პირდაპირ ეთერში მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს.