მოლდოვაში დაგეგმილი არჩევნებისა და რეფერენდუმის წინ „ფეისბუქის“ მფლობელმა კომპანია „მეტამ“ წაშალა ყალბი ანგარიშების ჯგუფი, რომლის სამიზნე აუდიტორია მოლდოვის რუსულენოვანი მოსახლეობა იყო. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ყალბი ანგარიშები აქვეყნებდნენ მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს პროევროპული პოლიტიკოსების, მოლდოვასა და რუმინეთის მჭიდრო კავშირების შესახებ კრიტიკულ და მოლდოვაში პრორუსული პარტიების მხარდამჭერ პოსტებს. მანამდე, მოლდოვის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ დაბლოკეს ათობით ტელეგრამ-არხი და ჩატბოტი. მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები 20 ოქტომბერს გაიმართება. ამავე დღეს იმართება რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებაც.