კომპანია „ფოლადიოლს“, რომელიც ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობით არის დაკავებული, თანამშრომლები არაადამიანურ მოპყრობასა და შრომითი პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ.
დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ობიექტების დაცვის 20-მდე თანამშრომელი აცხადებს, რომ 5 თვეა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. მათივე მტკიცებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 9 საათის ნაცვლად, 14 საათს მუშაობენ, თუმცა შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებენ. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. კოპანის ხელმძღვანელობას კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.