„კომეტები“ - თამარ შავგულიძის ფილმს მაყურებელი უახლოეს მომავალში იხილავს
ტორონტოს კინოფესტივალის შემდეგ, თამარ შავგულიძის ფილმს – „კომეტები“ ქართველი მაყურებელი უახლოეს მომავალში იხილავს. შავგულიძის 70-წუთიანი ნამუშევრის საერთაშორისო პრემიერა, კანადური კინოფორუმის პრესტიჟულ სექციაში -„აღმოჩენები“, შედგა. ორი ქალის სიყვარულის ისტორია, წელს ტორონტოს კინოფესტივალზე საკონკურსო სექციაში აჩვენეს.
ფილმის ქართული პრემიერა მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება. ავტორი: გვანცა გიორგაძე.
ახალი დღე