კომერციული ატაშეები

ექვს ქვეყანაში საქართველოს ახალი წარმომადგენლები ეყოლება.

ინვესტიციების მოსაზიდად და ექსპორტის მაჩვენებლის გასაზრდელად ქვეყნის ფარგლებს გარეთ კომერციული ატაშეები გაიგზავნებიან, რომლებიც ქართულ დიპლომატიურ მისიებში სამი წლის განმავლობაში იმუშავებენ.

საპილოტე პროექტისთვის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი დღეს დაიწყო. რამდენიმე ქვეყანაში უკვე მოქმედი ინსტიტუტის საქართველოში დანერგვა ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივაა. ბიზნესის ხელშესაწყობი გეგმა თუ ბიუროკრატიის ზრდა – მომავალი ატაშეების საქმიანობა უკვე გახდა სკეპტიციზმის მიზეზი პოლიტიკურ წრეებში.