კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.
მშენებლობის მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ადგილზე გაეცნენ.
ახალი საბაგირო გზა შვიდ-ნახევარი კილომეტრი სიგრძის იქნება და დიდთოვლობის გამო შექმნილ პრობლემასაც მოაგვარებს. პროექტი ხელს შეუწყობს მიმდებარე არეალში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყაზბეგში წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე პროექტის დასრულებას გეგმავს.