ამ დრომდე დაუზუსტებელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით. სწორედ მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, N საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს იმ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთაც მას რამდენიმე დღის წინ, განცხადებით მიმართეს. ხელმომწერი მედიაორგნიზაციები ითხოვენ პარლამენტმა არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და გაითვალისწინოს მოტივირებული შენიშვნები.
პარლამენტს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია. დღესვე კიდევ ერთი შეხვედრაც დაანონსდა.
შორენა ხვიჩია განავრცობს თემას.