ჰააგაში მიმდინარე საქმეზე -„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა კობალაძემ და ექსპერტმა, ვახტანგ მაიასაიამ პრესკონფერენცია გამართეს.
მათი თქმით, აგვისტოს ომში მონაწილე სამხედროების შესაძლო პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებული საკითხი ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა პოლიტიკური სარგებელი ნახონ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნავს, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ რომელიმე ჯარისკაცი პასუხისგებაში მიეცეს.