მიხეილ სააკაშვილის წინააღდეგ საქმის აღძვრას სთხოვს საგამოძიებო უწყებებს კობა დავითაშვილი. მისი განცხადებით, სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ მისი და ვანო მერაბიშვილის ინიციატივით მოხდა მისი ფარული ჩაწერა, რაც მაშინდელი კანონმდებლობით აკრძალული იყო.
კობა დავითაშვილის თქმით, კანონში გარკვევით ეწერა, რომ მოქმედი დეპუტატის მიმართ არათუ ფარული ჩაწერა, არამედ საგამოძიებო მოქმედებებიც იკრძალებოდა.
პოლიტიკოსი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, დაკითხონ ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილს კი წაუყენონ ბრალი თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით.