"კოალიცია თანასწორობისთვის" ანგარიში - რა საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული დოკუმენტში
საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებსა და სახალხო დამცველის აპარატში წარმოებულ დისკრიმინაციის 60 საქმე მოხვდა “კოალიცია თანასწორობისთვის” გამოქვეყნებულ ანგარიშში. დოკუმენტი 2016-2017 წლებს მოიცავს.
ყველაზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დისკრიმინაციის შემთხვევაა, შემდეგ კი სქესის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ფაქტები. ამავე ანგარიშშია სექსუალური შევიწროების ერთ-ერთი საქმე, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილ თავმჯდომარეს პაპუნა უგრეხელიძეს ეხება.