კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ცნობილი საარჩევნო ოფისის პრეზენტაციაზე გახდა. ანა ნაცვლიშვილი კი საარჩევნოდ გაერთიანების სპიკერად დაასახელეს. კოალიციის ქვეშ გაერთიანებული არიან პარტიები: „ლელო“, „ხალხისთვის“, „მოქალაქეები“ და „თავისუფლების მოედანი“. ლიდერების თქმით, მათი ოფისის კარი ყველა მოქალაქისთვის ღიაა და მზად არიან ამომრჩევლებთან შესახვედრად.