კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები თბილისში დევნილებს შეხვდნენ. აფხაზეთიდან დევნილი 15 ოჯახი საცხოვრებლის დაკანონებას ითხოვს. ისინი 2009 წლიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე განმარტავს, რომ მსგავსი სახის პრობლემები 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უნდა დასრულდეს, რაც მათი გამარჯვების შემთხვევაში მოხდება.