კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი დღეს პენსიონერ მოქალაქეებს შეხვდა. მამუკა ხაზარაძის თქმით, საქართველოში პენსიონერები მძიმე მდგომარეობაში არიან, პენსია იმდენად მწირია რომ ხშირად უწევთ წამალსა და საკვებს შორის არჩევანის გაკეთება. ხაზარაძის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პენსია 1 000 ლარამდე გაიზრდება და ამისი მთავარი წყარო სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის გადასახადის 25 %-მდე გაზრდა იქნება. მისივე თქმით, ასევე პენსიონერები სესხს ფიქსირებული, შეღავათიანი კრედიტით მიიღებენ და ვერავინ შეძლებს საპენსიო ფონდის ერთპიროვნულად განკარგვას.