კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი სკოლებში გაჭიანურებულ სარემონტო სამუშაოებზე საუბრობს. ანა დოლიძე თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. საგანმანათლებლო დაწესებულება სარემონტო სამუშაოების გამო დროებით დაკეტილია, ხოლო სწავლას მოსწავლეები სხვა სკოლაში აგრძელებენ. ანა დოლიძის ინფორმაციით, მსგავსი პრობლემის წინაშე არაერთი სკოლაა.