კოალიცია „ძლიერი საქართველო“ საჯარო სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით საუბრობს. მათი თქმით, აუცილებელია, რომ კვება ყველა სკოლის მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ამ პროცესში კი სხვადასხვა სახელმწიფო უწყება უნდა იყოს ჩართული, მათ შორის განათლების სამინისტრო.