კახეთის რეგიონში საარჩევნო შტაბები გახსნა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“.
გურჯაანის ოფისის გახსნაზე ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ყველა მომდევნო ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ თუ მათ სურთ მუშაობა, ხელისუფლებაში უნდა იდგნენ ხალხის სამსახურში და არა პირიქით. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ კი აღნიშნა, რომ ცვლილებების მოლოდინი არის ის, რაც აერთიანებს მთელ საქართველოს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, 26 ოქტომბერს წყდება საკითხი, იქნება თუ არა ქვეყანა დამოუკიდებელი და სუვერენული.