პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ წყალტუბოს ოფისი გახსნა. ოფისის გახსნისას ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ „ძვირფასია ყოველი დღე, როდესაც იგრძნობა რომ მალე აისახება ხალხის ნება, ხელისუფლება შეიცვლება, ქვეყანა ევროკავშირში შევა და განვითარების ახალ ეტაპზე გადავა“.„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს ოფისებს იმერეთში ხსნიან.