კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები წალკაში იმყოფებოდნენ. ნიკა მელიას განცხადებით, წალკაში მოსახლეობას რეალური ცვლილებები სურს. მან ქვეყნის განვითარებასა და ამ კონტექსტში 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოქალაქეთა აქტიურობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა. ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებებისათვის“ ავრცელებს.